საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 808 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 663-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2955 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები