“თიბისის” Live-სესიები გრძელდება – ბექა გოჩიაშვილი და კახა თოლორდავა – “იმპროვიზაცია აქ.ახლა”

“თიბისის” Live-სესიები – აქ.ახლა გრძელდება. დღეს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს მუსიკოსის – ბექა გოჩიაშვილის სესიას ვირტუალურად დაესწროს “თიბისის” Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით.

ლაივჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, რომლის მოდერატორი კრიტიკოსი და ჟურნალისტი – კახა თოლორდავა იქნება.

სესიის – “იმპროვიზაცია – აქ.ახლა” ფარგლებში, კახა თოლორდავა და ბექა გოჩიაშვილი მუსიკასთან ერთად, ახალ რეალობაში მუსიკოსების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ახალ შესაძლებლობებსა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

ჯაზ-პიანისტი, რომელიც ამჟამად ამსტერდამში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ახლანდელ ცხოვრებასა და შემოქმედებაზეც ისაუბრებს.

R

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები