ერაყის სანაპიროსთან ირანის სატვირთო გემი ჩაიძირა, არის მსხვერპლი
ირანის სატვირთო ხომალდი – “ბეჰბაჰანი” ერაყის სანაპიროსთან ჩაიძირა.
BBC-ს ინფორმაციით, ინციდენტი ერაყის პორტ უმ-ელ-კასრთან მოხდა.
ეკიპაჟის რამდენიმე წევრის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
თავის მხრივ, ირანის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ნადერ ფასანდეჟმა განაცხადა, რომ ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, ოთხი კი გადარჩა.