ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში 62 პირი იმყოფება
სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში, ამ დრომდე, 38 ადამიანი იმყოფება, ხოლო ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში 62 პირია მოთავსებული.
როგორც “რეგიონულ კვირას” სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, ჯამურად, ეპიდზედამხედველობის ქვეშ 1760 პირი იმყოფებოდა.
ოთხი ივნისის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში „კოვიდ19“-ზე 50 ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, ყველა მათგანი უარყოფითია. რაც შეეხება კოვიდინფიცირებულებს – საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოში 6 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას.
რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.