რუსთავის მერის მოადგილეს მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა

ინციდენტი რუსთავის მერიაში – ერთ-ერთმა მოქალაქემ მერის მოადგილეს, გოჩა ლორიას  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

როგორც რუსთავის მერიის აპარატის უფროსმა, ნინო ნიკოლავამ განაცხადა, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

“ვადასტურებ, რომ ინციდენტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა.ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით განმარტებას ვერ გავაკეთებთ”, – განაცხადა ნინო ნიკოლავამ.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით  დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები