სომეხი დეპუტატი: კატასტროფა გარდაუვალია, უარესისთვის მოემზადეთ

სომხეთის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ტიგრან ურიხანიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსითან დაკავშირებით კატასტროფა გარდაუვალია და ხელისუფლებას მოუწოდებს უარესისთვის მოემზადოს.

ამის შესახებ დეპუტატმა Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა.

“მომდევნო კვირას მთავრობა კორონავირუსზე უკანასკნელ ტესტს ჩააბარებს. ეს ბოლო ტესტი იქნება. კატასტროფა გარდაუვალია. ბოლო მოწოდებაა – სასწრაფოდ, ყველაფერი გვერდზე გადადეთ. ეცადეთ, სწრაფად მოახდინოთ სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტი, მიიღეთ დეზინფიცირებისთვის აუცილებელი ზომები და უარესისთვის მოემზადეთ. ყველაფერი თქვენი ქედმაღლობის, გულგრილობის გამო გჭირთ – იმის გამო, რომ კეთილ რჩევებს არ იზიარებთ. ახლა კი “ფეიკებს” ლოცვების წერა დაავალეთ. ერთად უნდა ვილოცოთ ხალხის გადარჩენასა და ჯანმრთელობაზე!”, – დაწერა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები