ხათუნა ზახაშვილი: ჯერჯერობით, ვერ ვამბობთ, რომ მუშევანში კოვიდის გავრცელება დასრულებულია

“ჯერჯერობით, ვერ ვამბობთ, რომ მუშევანში კორონავირუსის გავრცელება დასრულებულია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება ე.წ. საბურთალოს კლასტერის შემთხვევას, ზახაშვილის განმარტებით, ყველა კონტაქტი, ვინც ინფიცირების რისკს მიეკუთვნებოდა, იდენტიფიცირებულია და ისინი დანარჩენებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ.

“მუშევანის მიმართ განხორციელდა კიდევ განსხვავებული მიდგომა, რაც ნიშნავდა იმას, რომ მთელი სოფელი, ფაქტობრივად, ერთ დღეს გაიტესტა, ანუ მოიხსნა მთლიანად იმ დღეს თუ ვინმეს გამოვლინებული ჰქონდა ვირუსი და ყველა ის ადამიანი გამოყვანილ იქნა იმ ტერიტორიიდან, რათა დანარჩენებს მორიდებოდა, ვინც, სავარაუდოდ, იმ მომენტში ჯანმრთელი იყო და არაფერი არ სჭირდა. ჯერჯერობით, ვერ ვამბობთ, რომ მუშევანში კოვიდის გავრცელება დასრულებულია.

რაც შეეხება საბურთალოს კლასტერს, ამ ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი არის ინფიცირებულების და მათაც, რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობით კონტაქტები ჰყავთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა კონტაქტი, რომელსაც ჰქონდა რისკი, რომ ყოფილიყო ინფიცირებული იდენტიფიცირებული გვყავს. ყველაზე მიმდინარეობს ზედამხედველობა. საშიშროებას ისინი დანარჩენებისთვის არ წარმოადგენენ”, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები