ძლიერმა ქარმა გორში მრავალსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა

გორში, სტილინის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა მრავალსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. როგორც თვითმხილველი “რეგიონულ კვირას” უყვება, ახლადგადახურული სახურავი მთლიანად ჩამოიშალა.

“აქედან ვხედავდი, მოულოდნელად ქარი ამოვარდა და მთლიანად გადახადა სახურავი. მსგავსი ჯერ არ მინახავს, მოულოდნელად და წამებში განვითარდა მოვლენები. ისეთი ქარია, სხვა კორპუსის მაცხოვრებლებიც კი შევწუხდით”, – განაცხადა თვითმხილველმა.

როგორც “რეგიონული კვირასთვის” გახდა ცნობილი, ძლიერმა ქარმა ხე წააქცია ჩოჩიშვილის ქუჩაზე, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილი დაზიანდა.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან და ვითარებას ადგილზე ეცნობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები