მამუკა მდინარაძე: პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაცია რომელიღაც მედიის მოგონილია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაცია რომელიღაც მედიის მიერ არის მოგონილი.

მისივე თქმით, ოპოზიციას ამბის გამოგონება მათი მედიასაშუალებების მეშვეობით ხშირად სჩვევია.

“ეს არის რომელიღაც მედიის “პროდიუსინგში” მოგონილი ამბავი, რომ შემდეგ ჩვენ მოგვთხოვონ პასუხი, ასე არის თუ არა. ოპოზიციას ხშირად სჩვევია და ამ ბოლო დროს გამოიკვეთა, რომ იგონებენ ხოლმე ამბავს მათი მედიასაშუალებების მეშვეობით, მერე ამ ამბავზე ბრაზდებიან და მერე გაბრაზებულ კომენტარებს ვისმენთ მთელი დღის განმავლობაში. ამბავი არის მოგონილი და მერე მიდის პასუხის პასუხი და ა.შ. ამით დღის წესრიგი იქმნება, რაც არასწორია”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები