ბათუმში საჭიროების მქონე 25 ოჯახს სასურსათე პროდუქტი გადაეცა
ბათუმში საჭიროების მქონე 25 ოჯახს სასურსათე პროდუქტი გადაეცა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, პანდემიიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის ღონისძიებები სამი თვის განმავლობაში სისტემატურად ხორციელდება.
მათივე ცნობით, 24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზიც.
“ნებისმიერ მოქალაქეს, თუ მას სასურსათე პროდუქტი ესაჭიროება, შეუძლია, ბათუმის მერიას დახმარების თხოვნით მიმართოს. აღნიშნულ ოჯახებს სასურსათე პროდუქტი ბათუმის ვიცემერმა – ჯაბა ტუღუშმა, კომპანია EWO FASHION-ის დირექტორმა – ტიანლონგ ლინმა და შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტის” თანამშრომლებმა გადასცეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.