“ლავასოღლის” ახლობლებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს
ე. წ კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე “ლავასოღლის” საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით ბათუმში აქცია გრძელდება.
აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და ოთხმა მოშიმშილემ პირი ამოიკერა. ისინი იუსტიციის მინისტრისგან 15:00 საათზე მოთხოვნაზე პასუხს ელოდებოდნენ, თუმცა ამ დრომდე შედეგს ვერ მიაღწიეს
მინდია გორაძის, იგივე “ლავასოღლის” ახლობლებმა საპროტესტო აქცია პირველ ივნისს პროკურატურასა და თურქეთის საკონსულოსთანაც გამართეს.
ცნობისთვის, ე.წ კანონიერი ქურდი, მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი” თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება. მსჯავრდებულს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობა ედება ბრალად. მისი ადვოკატის თქმით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.