“კლიენტის სიმცირეს არ განვიცდით“ – ახალციხეში ღია ტიპის რესტორნები გაიხსნა

1-ელი ივნისიდან საქართველოში ღია კაფე-რესტორნები გაიხსნა. ახალციხეში ღია ტიპის კაფე-ბარი „ფურანო“ ერთ-ერთი პირველია, რომელიც რეგულაციების მოხსნის შემდეგ გაიხსნა და პირველ სტუმრებსაც უმასპინძლა.

ფურანოს“ მენეჯერის, სოსო თელიაშვილის ინფორმაციით, პანდემიამ კაფეს დიდი პრობლემები არ შეუქმნა გარდა იმისა, რომ მისი გახსნა ერთი თვით დაგვიანდა.

„პანდემიის გამო სიახლეები გვაქვს „ფურანოში“. მაგალითად, თანამშრომლებს ყოველდღე უტარდებათ თერმოსკრინინგი. ვცდილობთ, დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროსგანაა მოწოდებული; მაგიდებს შორის დისტანცია დავიცავით და თითო მაგიდა მხოლოდ 4 ადამიანზეა გათვლილი. მოსულ სტუმრებსაც ვუზომავთ სიცხეს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, კაფეში ვერ შემოვუშვებთ ვერავის“, – განუცხადა „რეგიონულ კვირას” სოსო თელიაშვილმა.

შ​ეგახსენებთ, რომ, ახალი რეგულაციების მიხედვით, მაგიდები ორმეტრიანი დისტანცითაა განლაგებული, რესტორნის შესასვლელში განთავსებულია სადეზინფექციო ხსნარი. თანამშრომლები კი სტუმრებს პირბადეებითა და ხელთათმნით აღჭურვილი ემსახურებიან. ცნობისთვის, რამდენიმე დღეში ქვეყანაში უკვე დახურული ტიპის რესტორნების გახსნაცაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები