მარნეულში სამი პირიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში “ჯეოჰოსპიტლის” კლინიკიდან 3 პირის საკვლევი მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მარნეულის “ჯეოჰოსპიტლის” კლინიკის დირექტორმა, ტატა შენგელაიამ განუცხადა.

“გუშინ, 2 ივნისს გავაგზავნეთ სამი ტესტი და სამივეს პასუხი უარყოფითია. დღეს კიდევ ექვსი ტესტი გვაქვს გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში, რომლის პასუხები, სავარაუდოდ, ხვალ დილისთვის გვეცოდინება“, – განაცხადა ტატა შენგელაია.

ცნობისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ჯამურად, კორონავირუსის 35 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 24 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები