თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ახალი კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა, რომელიც ე.წ. საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნება

“თბილისის ზღვის ჰოსპიტლის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსი 30 წლამდე ასაკის ქალს დაუდასტურდა.

მისივე თქმით, პაციენტი ე.წ. საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნება და ის მცხეთის პირველ სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.

„ჩვენს კლინიკაში საღამოს მოიყვანეს ახალგაზრდა, 30 წლამდე ასაკის ქალბატონი, რომელიც ე.წ. საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნება. პაციენტი საკარანტინო ზონიდან იყო. გუშინ დადასტურდა „კოვიდ-19“, ის გადაყვანილია მცხეთის პირველ სამედიცინო ცენტრში. ამჟამად 31 პაციენტი იმყოფება, აქედან 23-ს იკვლევენ”, – განაცხადა ბექაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები