სომხეთის ერთ-ერთი ფსიქიატრიულ კლინიკაში კორონავირუსის 49 შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში, ნუბარაშენის ფსიქიატრიულ კლინიკაში კორონავირუსის 49 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 9 კლინიკის პაციენტი, ხოლო 40 სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალია.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, ალინა ნიკოღოსიანმა განაცხადა და დასძინა, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში კლინიკაში ვირუსზე 307 ტესტი გაკეთდა.
“ამჟამად არცერთ მათგანს მაღალი ტემპერატურა ან ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვს, მუდმივ კონტროლზე არიან. დაავადებული პაციენტები იზოლირებულები არიან, კლინიკაში ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება”, – აღნიშნა მან.
3 ივნისის მონაცემით, სომხეთში კორონავირუსის 10 524 შემთხვევაა, 170 ადამიანი გარდაიცვალა.