პარიზში პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა (ფოტო, ვიდეო)

პარიზში საპროტესტო აქციაზე 20 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რომელიც 2016 წელს საპოლიციო სპეცოპერაციის შემდეგ გარდაცვლილი ფერადკანიანი ადამ ტრაორეს ხსოვნას მიეძღვნა, რომელსაც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასაც ადარებენ.

Le Figaro აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეები, პოლიციის აკრძალვის მიუხედავად, სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ.

მალევე ადამიანთა ჯგუფმა დე კლიშის პროსპექტზე ბარიკადები ააგო, ასევე, ნაგვის ყუთებს ცეცხლი მოუკიდა. პოლიციამ საპასუხოდ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა ლიონში, მარსელსა და ლილეში.

24 წლის ტრაორე მანქანაში გარდაიცვალა, როდესაც ის პოლიციის განყოფილებაში მიჰყავდათ. მისმა გარდაცვალებამ მაშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით პროტესტი გამოიწვია.

თუმცა, გასულ კვირას, სასამართლოს ახალი ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, ტრაორეს გარდაცვალების გამო ჟანდარმებს პასუხისმგებლობა მოუხსნეს.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები