დიმიტრი ცქიტიშვილი: პირბადის ტარება 24 საათს წარმოუდგენელია, უნდა გაიწეროს, როდისაა აუცილებელი მისი ტარება და როდის შეიძლება, დაჯარიმდეს ადამიანი

დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, პირბადის ტარება 24 საათს წარმოუდგენელია, ამიტომ მკაფიოდ უნდა გაიწეროს, როდისაა აუცილებელი მისი ტარება და როდის შეიძლება, ადამიანი დაჯარიმდეს.

მისივე თქმით, ჯარიმას პრევენციული მექანიზმი უნდა ჰქონდეს.

„ჯარიმას უნდა ჰქონდეს პრევენციული მექანიზმი, უნდა იყოს ერთგვარი შემაწუხებელი დამრღვევისთვის, მაგრამ არ უნდა იყოს დამანგრეველი. ადამიანები, რომლებიც ვერ გადაიხდიან დიდ ჯარიმებს, საბოლოოდ, ისევ სახელმწიფოს ტვირთი ხდებიან და მათი ცხოვრება კიდევ  უარესდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ცოტა გონივრული უნდა იყოს.

პირბადის ტარება 24 საათს წარმოუდგენელია, ამიტომ ძალიან მკაფიოდ უნდა გაიწეროს, როდის და რა შემთხვევებში არის აუცილებელი პირბადის ტარება და როდის შეიძლება, პირბადის ტარების გამო დაჯარიმდეს ადამიანი”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები