რუხის საავაადმყოფოში კორონავირუსისგან მორიგი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში სულ კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მისივე განმარტებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც „რეგიონულ კვირას“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში  ამჟამად 61 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 18 მოქალაქე რჩება. რეგიონის მასშტაბით სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1 730 მოქალაქეზე.
მათვე ცნობით, პირველი ივნისის მონაცემებით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „კოვიდ19“-ზე 95 ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, 93 მათგანი უარყოფითია, ხოლო გამოკვლეულთა შორის ორ პაციენტს სუსტად დადებითი ანალიზი დაუდგინა, ისინი ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერს მიეკუთვნებიან და მათი გატესტვა  დღეს განმეორებით მოხდება.
ცნობისთვის, გამოკვლეულთა შორის 51 მედპერსონალია, 15 – საკარანტინე სივრციდან, 10 პირი თვითიზოლაციიდან, ხოლო 19 –  რუხის საავადმყოფოს პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები