ხასან ღალილი: დახმარების ცხელი ხაზი ბავშვების ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს

“ეს მოიტანს პოზიტიურ ცვლილებებს ბავშვების ცხოვრებაში“, – ასე შეაფასა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ხასან ღალილიმ საქართველოში ბავშვის დახმარების ცხელი ხაზის ამოქმედება.
„დღეს, იმ რთულ დროებაში, კორონავირუსის პანდემიის დროს, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ პარტნიორობას ვუწევთ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის მიმართულებით, რომელიც ოჯახებს პრაქტიკული დახმარებით უზრუნველყოფს. ჩვენ ყოველდღიურ მონიტორინგს გავუწევთ შედეგებს და მოხარულები ვართ, რომ ოჯახებს დაუყოვნებლივი და შესაბამისი დახმარება ეწევა“, – აღნიშნა ხასან ღალილიმ.

მისი თქმით, გარდა ამისა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, „იუნისეფი“ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც აზარტული თამაშებსა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრობლემა აქვთ დამატებით ფსიქოლოგებთან უფასო მომსახურების მიღებას სთავაზობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები