არჩილ თალაკვაძე: წესების ისეთ პაკეტს შევიმუშავებთ, რომელიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას, ამავე დროს, კამპანიას და არჩევნების დღეს გახდის ბევრად დაცულს ვირუსის გადადების თვალსაზრისით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება უსაფრთხოების იმ აუცილებელ წესებსა და რეკომენდაციებზე მუშაობს, რომლებიც საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას იქნება შესასრულებელი როგორც საარჩევნო კამპანიის წარმოებისას, ასევე, არჩევნების დღეს.

მისივე თქმით, ხელისუფლება წესების ისეთ პაკეტს შეიმუშავებს, რომელიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას, მაგრამ კამპანიასა და არჩევნების დღეს ბევრად უფრო დაცულს გახდის.

„მოგეხსენებათ, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ახდენს გარკვეულწილად გავლენას საარჩევნო პროცესზე, ამიტომ ხელისუფლება უკვე მუშაობს უსაფრთხოების იმ აუცილებელ წესებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც საარჩევნო პროცესში იქნება შესასრულებელი, იქნება სავალდებულო და იქნება რეკომენდებული. ეს შეეხება როგორც საარჩევნო კამპანიას, ასევე, შეეხება არჩევნების დღეს და ჩვენ ვმუშაობთ ისეთ ცვლილებებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, იქნება წინასწარ ცნობილი ოპოზიციისთვის, პოლიტიკური ჯგუფებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად შევიმუშავებთ წესების ისეთ პაკეტს, რომელიც არ შეზღუდავს საარჩევნო აქტივობას, არ შეუზღუდავს პოლიტიკურ პარტიებს კამპანიის ჩატარებას, მაგრამ ამავე დროს, კამპანიასა და არჩვენების დღეს გახდის ბევრად უფრო დაცულს ვირუსის გადადების თვალსაზრისით. ეს არის საერთაშორისო რეკომენდაციებიც და ეს არის ის, რაზეც ჩვენ მუშაობა დაწყებული გვაქვს”, – განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები