“ლავასოღლის“ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული ე.წ კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე “ლავასოღლის“ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს.

ისინი თურქეთის რესპუბლიკაში დაკავებული “ლავასოღლის” ექსტრადირებას მოითხოვენ. ასევე, იმასაც ამბობენ, რომ კანონიერი ქურდის ექსტრადირებას ქართული მხარე უშლის ხელს და პროცესი მიზანმიმართულად ჭიანურდება.

მსჯავრდებულის ადვოკატის თქმით, “ლავასოღლის” ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და შესაბამისმა სამსახურებმა დროული რეაგირება უნდა მოახდინონ. შეკრებილები პასუხს თურქეთის საკონულოსგან ამ დრომდე ელოდებიან.

შეგახსენებთ,  რომ ბათუმელ მინდია “ლავასოღლის” სასჯელი ქურდული სამყაროს წევრობისთვის 2018 წელს მიესაჯა და, ამ დროისთვის, თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები