ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, “თიბისიმ” სტუდია „ილუსტრატორთან” ერთად, საბავშვო აქტივობების ნაკრები – „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი” შექმნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად “თიბისიმ” საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, საბავშვო აქტივობების ნაკრები „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი” შექმნა. შემეცნებით-გასართობ პროექტზე, რომლის მიზანიც ახალი თაობისთვის მუზეუმის სივრცეში დაცული კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე გზით გაცნობაა, სტუდია „ილუსტრატორმა” და ილუსტრატორებმა – თათია ნადარეიშვილმა და ეკა ტაბლიაშვილმა იმუშავეს.

ნაკრები რამდენიმე შემოქმედებით სავარჯიშოს აერთიანებს, რომლებიც თემატურად მუზეუმში დაცულ ისეთ კოლექციებს, ექსპონატებსა და ისტორიებს უკავშირდება, როგორებიცაა: სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში წარმოდგენილი ბიომრავალფეროვნების გამოფენა, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გამოფენილი ხალიჩა და ფარდაგი; შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი დავით კაკაბაძისა და ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები; მითი არგონავტების შესახებ და სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში დაცული მძივი ავგაროზი.

თითოეული აქტივობა პატარებს სთავაზობს სხვადასხვა ტექნიკას: ხატვას, ძერწვას, სტენსილს, ქსოვასა და ქაღალდით სამგანზომილებიანი წიგნის შექმნას.

ნაკრები აერთიანებს ვიდეო, ფოტო და ტექსტურ ინსტრუქციებს, რომელიც დაწვრილებით უხსნის პატარა ავტორებსა და მათ მშობლებს – როგორ შექმნან საკუთარი ნამუშევარი და რა მასალაა ამისათვის საჭირო. ასევე, ყოველ დავალებას თან ახლავს ბავშვებისთვის ადაპტირებული, შემეცნებითი ტექსტები, რომელთა შექმნაში ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო განყოფილება იყო ჩართული.

„მხიარული თავგადასავლების მუზეუმი” “თიბისის” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და კულტურული მემკვიდრეობა.

ვიდეო და ნაკრების გადმოსაწერი ბმული ნახეთ აქ – მხიარული თავგადასავლების მუზეუმი.

R

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები