1-ელ ივნისს დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი ონლაინ აღნიშნავს
1- ივნისს, 13:00 საათზე დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი ონლაინ აღნიშნავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კინოკრიტიკოსისა და ჟურნალისტის, ოთარ სეფიაშვილის მოგონებების წიგნიდან „ხსოვნა“, ამონარიდის მიხედვით, სპეციალურად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისათვის შექმნილი ვიდეორგოლის დისტანციური ჩვენება გაიმართება;
დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმისა და მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია „ესთას” მიერ სხვადასხვა წელს ჩატარებული ორი ღონისძიების – ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისა და „მაქაბის“ კლუბის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოების ამსახველი ფოტომასალა გამოქვეყნდება;
სპეციალურად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისათვის მუზემის მიერ შექმნილი შემეცნებით-გასართობი აქტივობა – მისივე ფონდში დაცული ქართველი ებრაელი მხატვრის (მიშა (მორდეხაი) ჯანაშვილის ფერწერული ტილო „მშიერი ბავშვი”, – ასაწყობი ნახატი (ფაზლი).