გიორგი კეკელიძე 1 ივნისს ბავშვებს კორონავირუსზე საინფორმაციო ზღაპარს წაუკითხავს

1 ივნისს, 18:00 საათზე,  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ონლაინშეხვედრა  ბავშვებისათვის – „კითხვის საათი გიორგი კეკელიძესთან ერთად“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, შეხვედრა პატარა მსმენელისთვის დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ტარდება.
ონლაინჩართვის დროს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე პატარებისათვის (და მათი ოჯახის წევრებისთვის) წაიკითხავს ბრიტანული საბავშვო გამომცემლობის – Nosy Crow-ის წიგნს კორონავირუსზე. ბავშვებს საშუალება ექნებათ, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები.
ონლაინშეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს მითითებულ ბმულზე გადასვლით:
https://ncdcportal.3cx.net/…/a142db591032c99beb8e243da9d82f…

ორგანიზატორების მიზანია, ბავშვებში სწორი ქცევითი უნარ-ჩვევების პოპულარიზაცია, რაც „COVID-19“-სგან თავის დასაცავად უაღრესად მნიშვნელოვანია.

წიგნის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:
https://www.sulakauri.ge/…/koronavirusi-ilustrirebuli-tsig…/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები