გოგა ჩანადირი: სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი ხერხემალი პოლიციაა
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი პოლიციელებს პოლიციის დღეს ულოცავს.
როგოც ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს, პოლიცია სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი ხერხემალია.
“სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი ხერხემალი პოლიციაა.
როცა ხედავ, ის თვალს არ ხუჭავს უსამართლობაზე, კანონდარღვევაზე, არ იღებს ქრთამს, მხარში უდგას მოქალაქეებს, ეხმარება და აკვალიანებს, დამნაშავეებსა და მოძალადეებს ხელს არ აფარებს, მის მიმართ ნდობა და პატივისცემა გეზრდება.
მე მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიციის ნდობა და პატივისცემა განსაკუთრებულად მაღალი იყოს, მე მინდა რომ ამ ინსტიტუტს უფრო ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდეს.
თუ პოლიცია და პოლიციელი არ გვევარგება, არ გვევარგება სახელმწიფოც.
ძვირფასო პოლიციელებო, გილოცავთ პოლიციის დღეს!
დიდი მადლობა იმ ღვაწლისთვის, რაც თქვენ გასწიეთ წესრიგისა და სამართლის დაცვაში. დიდი მადლობა იმ სისხლისთვის, რაც თქვენ დაღვარეთ ჩვენი კეთილდღეობისთვის”,- წერს ჩანადირი.