ლელა სტურუა: თამბაქოს მოხმარება მნიშვნელოვნად არის შემცირებული მამაკაცებში, სამწუხაროდ, ქალებში ოდნავ გაზრდილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლელა სტურუას განცხადებით, თამბაქოს მოხმარება მნიშვნელოვნად არის შემცირებული მამაკაცებში, ქალებში კი ოდნავ გაზრდილია.

მისივე თქმით, სიგარეტის, ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის მოხმარება გოგონებსა და ბიჭებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

„ჩატარდა ევროპის სასკოლო კვლევა თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარების შესახებ, რომელიც 2016 წელსაც გვქონდა ჩატარებული და 2019 წლის მონაცემებმა გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული როგორც ჩვეულებრივი სიგარეტის, ასევე ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის მოხმარება როგორც გოგონებში, ასევე ბიჭებში და შესაბამისად, საერთო მოსახლეობაში.

გარდა ამისა, ჩავატარეთ მოზრდილ მოსახლეობაში თამბაქოს გავრცელების შემსწავლელი კვლევა, რომელმაც გვიჩვენა, რომ მცირედით, მაგრამ შემცირებულია თამბაქოს მოხმარება ზოგად პოპულაციაში- შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული მამაკაცებში, სამწუხაროდ, ქალებში არის ოდნავ გაზრდილი თამბაქოს მოხმარება“, – განაცხადა სტურუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები