„ჰელსი ფუდის“ თანამშრომლები: წარმოუდგენელია ის ეჭვი, რაც გამოითქვა, თითქოს, ჯარისკაცებს რაიმე საფრთხე შეიძლება დაემუქროს

ჩვენთვის წარმოუდგენელია ის ეჭვი, რაც გამოითქვა, თითქოს, ჯარისკაცებს რაიმე საფრთხე შეიძლება დაემუქროს,- ამის შესახებ კომპანია   „ჰელსი ფუდის“ თანამშრომლები აცხადებენ.  „ჰელსი ფუდის“ რამდენიმე თვეა ქართულ ჯარს   ღორის ხორცით ამარაგებს.

კომპანიის თანამშრომლების განცხადება მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში  ჟურნალისტებს კომპანიის იურისტმა ქეთევან მათორელმა გააცნო.

„მოგახსენებთ, რომ სრულად ვიზიარებთ კომპანიის დამფუძნებლის , ბატონი ზაალის პოზიციას. „ჰელსი ფუდი“ ქართულ ბაზარზე ერთერთი წარმატებული კომპანიაა, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციას ქმნის და აწვდის ჩვენს მოქალაქეებს.

კანონისა და სატენდერო კომისიის მიერ დადგენილი პირობების ზედმიწევნით დაცვით და ღირებულების კონკურენციით გავიმარჯვეთ სახელმწიფო ტენდერში. მას შემდეგ კი, ქართულ ჯარს ვამარაგებთ საუკეთესო ხარისხის საქართველოში წარმოებული ღორის ხორცით. ეს ჩვენთვის სამსახურის გარდა, სიამაყის საფუძველიცაა, რადგან ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქართული ჯარის ფუნქციონირებაში.

ჩვენთვის წარმოუდგენელია ის ეჭვი, რაც გამოითქვა, თითქოს, ჯარისკაცებს რაიმე საფრთხე შეიძლება დაემუქროს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული მაკონტროლირებელი ორგანო , სურსათის ეროვნული სააგენტო მკაცრად ამოწმებს ჩვენს კომპანიას, კერზოდ ყველა ეტაპზე გეგმურ და არაგეგმურ დოკუმეტურ და ვეტერინალურ კონტროლს: საკარანტინე პერიოდს დაკვლამდე, შემდეგ კი ხდება სასაკლაოზე ცხოველების დაკვლა, რის შემდეგაც მკაცრად კონტროლდება ხორცის ხარისხი. ასევე, პროდუქციის ჯარში მიწოდებისას თავდაცვის სამინისტროს მიერ ხორცი მკაცრ კონტროლზეა.

ეს არის კომპანიის რეპუტაციის შელახვისა და სამომავლოდ ჩვენი საქმიანობისთვის ხელისშეშლის მცდელობა, რაც თავისუფალი კონკურენციის ეკონომიკისთვის სრულიად წარმოუდგენელია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დისკრიმინაციას მოჰყვეს, შესაბამისი ორგანიზაციების მხრიდან რეაგირება, რომლებიც ადამიანის უფლებების დამცველად გვევლინებიან. იმედი გვაქვს,  ორმაგი სტანდარტით არ მოხდება ჩვენი მოთხოვნის უგულებელყოფა და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ იმ პოლიტიკოსებისა და მედიასაშუალებების მიმართ, რომლებმაც ჩვენი კომპანია,  ერთერთი მფლობელის ორმაგი მოქალაქეობის გამო დაუჯერებელი ბრალდებებისა და ცილისწამების სამიზნე გახადეს“- აცხადებენ კომპანიის თანამშრომლები.

ცნობისთვის, კომპანიის დამფუძნებელმა განცხადება დღეს გაავრცელა.   ზაალ ილიაევი “მთავარი არხისგან” ბოდიშის მოხდას ითხოვს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები