თბილისის მერია: ინფორმაცია, თითქოს მერია პენსიონერთა დასახმარებლად 200 ლარს არიგებს, სიცრუეა
თბილისის მერიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მერია პენსიონერთა დასახმარებლად 200-ლარიან დახმარებას არიგებს, სიცრუეს უწოდებენ.
მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დედაქალაქის მერიას მსგავსი დახმარების პროგრამა არ აქვს.
„ისინი აცხადებენ, რომ სხვადასხვა წყაროდან მიიღეს ინფორმაცია, თითქოს, თბილისის მერია პენსიონერთა დასახმარებლად არიგებს 200-ლარიან დახმარებას, ხოლო განცხადების ჩაბარების ბოლო ვადა არის 29 მაისი. გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია.
თბილისის მერიას არ აქვს მსგავსი დახმარების პროგრამა. რაც შეეხება პანდემიით დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარებას, ეს არის სამთავრობო პროგრამა, რის შესახებაც ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია. სამწუხაროა, რომ ასეთ რთულ ვითარებაში, სწორედ პენსიონერები გახდნენ მავანთა სამიზნე, რომელთა მოტყუების გზით, ადგილი აქვს თბილისის მერიის დისკრედიტირების მცდელობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.