“თიბისის” Live-სესიები – “აქ.ახლა” გრძელდება

“თიბისის” Live-სესიები – “აქ.ახლა” გრძელდება.

დღეს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს მწერლისა და პოეტის – ბესიკ ხარანაულის სესიას ვირტუალურად დაესწროს “თიბისის” Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით. ლაივჩართვა დიალოგის ფორმატში ჩატარდება, რომლის მოდერატორი მწერალი – ტორესა მოსი იქნება.

ბესიკ ხარანაული სხვადასხვა თემასთან ერთად, საკუთარ შემოქმედებაზეც ისაუბრებს და მათ შორის, სულ ახლახანს, სოციალური დისტანცირებისა და შიდაიზოლაციის დროს შექმნილ ლექსზე – „აქ.ახლა”; ასევე აქ და ახლას, როგორც დროისა და სივრცის მოცემულობაზე.

ინტერნეტსივრცეში ცოტა ხნის წინ გამოჩენილი, ამ ლექსის ინსპირაციით შექმნილი ვიდეორგოლი, “თიბისის” ახალი კამპანიის – “აქ.ახლა” ნაწილია.

R

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები