უკიდურესად ღარიბი მოსახლეობა ევროპასა და საქართველოში – რას აჩვენებს სტატისტიკა

საქართველოს მოსახლეობის 19.5 % 2019 წელს უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, ანუ მინიმალურ საარსებო პირობებზე წვდომა მათთვის მაქსიმალურად შეზღუდულია იყო. ოფიციალური სტატისტიკით, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა რაოდენობა 2018 წელს კიდევ უფრო მეტი 20.1 %,ხოლო 2017 წელს 21.9 %-ს შეადგენდა.

რა ხდება ამ თვალსაზრისით ევროპაში. როგორც ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის კვლევაშია აღნიშნული, 2018 წელს ევროკავშირში მოსახლეობის 21.7 %, ანუ 109.2 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა. ყველაზე მეტი უკიდურესად ღარიბი 2018 წელს ბულგარეთში ცხოვრობდა ( 33.8 % ) მეორე ადგილზე რუმინეთი იყო 33.2 %-ით, 31.8 %-ით მესამეზე საბერძნეთია. 26 %-ს აღემატებოდა უკიდურეს ღარიბთა რაოდენობა ლატვიაში ( 28.4 % ),ლიტვაში ( 28,3 %) იტალიასა (27.3 %) და ესპანეთში ( 26.1% ).
2018 წელს ყველაზე ნაკლები უკიდურესად ღარიბი ჩეხეთს ჰყავდა ( 12.2 % ) .შემდეგ მოდის სლოვენია ( 16.2 % ), სლოვაკეთი ( 16.3%), ფინეთი ( 16.5%), ჰოლანდია ( 16.7 %), დანია ( 17.4 %) და ავსტრია (17.5 %).

რაც შეეხება უკიდურეს სიღარიბეს საქართველოს სამეზობლოში. ოფიციალური მონაცემებით რუსეთში უკიდურეს სიღარიბეში მოსახლეობის 14.3 %,ანუ 21 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.თუმცა, არაოფიციალურად მათი რიცხვი 2019 წელს 36 მილიონს აჭარბებდა და მოსახლეობის 25.3 %-ია.

2018 წელს უკიდურეს სიღარიბეში უკრაინელთა 33.9 % ცხოვრობდა. სომხეთში 23.5 %,ხოლო აზერბაიჯანში დაახლოებით 15 %. თურქეთში ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 21 %-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები