ჩოხატაურში სოფლებს შორის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

დღეიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. თითქმის ორთვიანი აკრძალვის შემდეგ, მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას შეძლებს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს მუნიციპალური ტრანსპორტი არ ჰყავს და შიდა გადაადგილებას კერძო სექტორი ახორციელებს.

“მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენი მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებიც განიცდიდნენ დისკომფორტს. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვენთან არ არის, რამდენიმე მიმართულებით კერძო სექტორი ახორციელებდა მოქალაქეების გადაადგილებას. ისინი დღეიდან  უკვე ყველა რეგულაციის დაცვით განახორციელებენ ამ გადაადგილებას, იქნება ეს პირბადეების თემა, მგზავრების შეზღუდული რაოდენობა თუ დეზინფექციის საკითხები. მინდა, აქვე ვისარგებლო შემთხვევით და ვუთხრა მადლობა მერის წარმომადგენლებს, სოფლის დეპუტატებს, რომლებიც უფასო ტაქსებად მუშაობდნენ ამ ხნის განმავლობაში და ეხმარებოდნენ ჩვენს თანამოქალაქეებს“, – განაცხადა „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები