საუდის არაბეთში 90 ათასზე მეტი მეჩეთი გაიხსნება
საუდის არაბეთში 30 მაისს კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული 90 ათასზე მეტი მეჩეთი გაიხსნება.
ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ში ქვეყნის ისლამურ საკითხთა სამინისტრომ გაავრცელა.
აღინიშნება, რომ გახსნამდე მეჩეთებში დეზინფიცირება ჩატარდება.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ კვირა დილის ლოცვაზე ბავშვებისა და ხანდაზმული ადამიანების ყოფნა სავალდებულო არ არის, დანარჩენები უნდა გამოცხადდნენ ნიღბებში, ასევე, დაიბანონ ხელები და 2-მეტრიანი დისტანცია დაიცვან, ამისთვის ხალიჩებზე სპეციალური მონიშვნები გაკეთდება.
ასევე, რეკომენდაციის თანახმად, მეჩეთში მისვლა ლოცვის დაწყებამდე მხოლოდ 20 წუთით ადრე იქნება დაშვებული, შენობა დაიხურება ლოცვის დასრულებიდან 20 წუთის შემდეგ.