ახალციხეში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა ვალეში, მეორე შახტის დასახლებაში, სადაც გზის 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. მიმდინარე სამუშაოების პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი – ზაზა მელიქიძე მოადგილე ალექსი ზედგინიძესა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 298 265 ლარით ფინანსდება.
„საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ობიექტზე მიმდინარეობს. წესრიგდება როგორც ქალაქის ქუჩები, ისე, მუნიციპალიტეტის სოფლებთან მისასვლელი გზები. ამასთან, სამუშაოები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით ხორციელდება“, – განაცხადა ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ.
აღსანიშნავია, რომ 5 მაისიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში აქტიურად განახლდა ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამშენებლო კომპანიები, ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომებისა და შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით აგრძელებენ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები