„ელინური „აგორა” – გამოხატვის თავისუფლების საწინდარი“ – რისმაგ გორდეზიანის ლექცია

29 მაისს, 16:00 საათზე, აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „ელინური „აგორა” – გამოხატვის თავისუფლების საწინდარი“.
ამ ლექციით თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი იწყებს ახალ პროექტს სახელწოდებით -„აგორა”.
„აგორა” ძველ ათენში იყო ქალაქის მოედანი, სადაც ათენელები თავისი დროის უმეტეს ნაწილს ატარებდნენ. მათთვის „აგორა” იყო პოლიტიკურ და ინტელექტუალურ სჯა-ბაასთა ადგილი. „აგორაზე“ ხშირად იმართებოდა სამსჯავროები, ბაზრობები, გამოფენები, თეატრალური და სპორტული ასპარეზობები. „აგორა” იყო ძველი საბერძნეთის კულტურის გზაჯვარედინი. „თანამედროვე პირობებში გვსურდა რა, გამოგვენახა ურთიერთობის ახალი ფორმა, განვიზრახეთ ვირტუალურ სამყაროში შეგვექმნა სივრცე ინტელექტუალური სჯა-ბაასისთვის. ამ სივრცეს პირობითად ვუწოდეთ „აგორა”. ჩვენს ვირტუალურ სივრცეში მოწვეულ სტუმრებთან ერთად სხვადასხვა ონლაინპლატფორმის საშუალებით გაიმართება თემატური საუბრები ანტიკურ ლიტერატურაზე, ფილოსოფიაზე, ხელოვნებასა და ზოგადად ანტიკური კულტურის რეცეფციებზე“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

პლატფორმა ZOOM-ის ბმული: https://zoom.us/j/2119594920

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები