ანაკლია-განმუხურში ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება. ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ანაკლია განმუხურის სანაპირო ზოლზე.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერთან- გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.

“დასრულდა სტიქიის შედეგად დაზიანებული განმუხურის ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 059 432 ლარით დაფინანსდა. აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ენგურის შესართავთან კაფე- რესტორნის რეაბილიტაციის პროცესი. კაფე- რესტორანში დამონტაჟდა კიბე და ლიფტი, გაკეთდა შემინვა, გაიწმინდა და შეიღება შენობა. სამუშაოების დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 2 129 650 ლარს შეადგენს.

ანაკლიასა და განმუხურში მიმდინარეობს ბულვარისა და სანაპირო ზოლის მოწესრიგების სამუშაოები, ასევე, წესრიგდება აკვაპარკის ტერიტორია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები