ბარსელონაში Nissan-ის ქარხნის დახურვას პროტესტი მოჰყვა
ავტომწარმოებელ კომპანია Nissan-ის ბარსელონას ფილიალში ქარხნის დახურვაზე განაცხადეს, რამაც თანამშრომლების პროტესტი გამოიწვია.
La Vanguardia წერს, რომ ქარხნის დახურვა ნიშნავს იმას, რომ სამსახურს 3 ათასი ადამიანი დაკარგავს, თუმცა ირიბად ეს 20 ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვას ნიშნავს იმ პირებისთვის, რომელთა შრომა ქარხნის მუშაობაზეა დამოკიდებული.
ქარხნის დახურვას თანამშრომლები შენობის წინ საბურავების დაწვით აპროტესტებენ, გარდა ამისა, განრისხებულმა მუშებმა რამდენიმე გზა გადაკეტეს.
ესპანეთში “ნისანის” დახურვა, სადაც უმუშევრობა არის მზარდი, რეცესიას დააჩქარებს.
ესპანეთის მთავრობის განცხადებით, ქარხნის დახურვა კომპანიას ერთი მილიარდი ევრო დაუჯდება. ამიტომ ესპანეთის ხელისუფლება იაპონურ ავტომწარმოებელს ურჩევს, საწარმოში ინვესტირება უფრო იაფი ალტერნატივა იქნებოდა.
საწარმოს დახურვა იაპონური ავტომწარმოებელის რესტრუქტურიზაციის გეგმის ნაწილია.
ავტომწარმოებელმა პარტნიორმა კომპანიებმა „ნისანმა“, „რენომ“ და „მიცუბიშიმ“ 27 მაისს განაცხადეს, რომ გლობალური წარმოების რეორგანიზება ხარჯების დაზოგვისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით სურთ.
Nissan-ი ბარსელონაში 40 წლის განმავლობაში მუშაობდა.