ენგურის ხიდი ისევ ჩაიკეტება
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ე.წ. რესპუბლიკაში კორონავირუსთან დაკავშირებით შემზღუდავ ზომებს ახანგრძლივებს და ე.წ.საზღვრებს 15 ივნისამდე კეტავს.
ამის შესახებ ჯანდაცვის ე.წ.მინისტრმა, თამაზ წახნაქიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსის 28 შემთხვევაა, 15 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ 26 მაისიდან დე ფაქტო მთავრობამ ენგურის ხიდი რამდენიმე დღით გახსნა. აფხაზეთში აცხადებენ, რომ ე.წ.საზღვრის დროებითი გახსნით 300-მდე ადამიანმა ისარგებლა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე შევიდა.