ბათუმის საქალაქო სასამართლოში აქციის დროს დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ აქციის დროს დაკავებული 30 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

რამდენიმე მათგანს 1000-ლარიანი ჯარიმა უკვე შეუფარდეს.

ამირან ჭელიძე ერთ- ერთი მათგანია, რომელიც გუშინ გამართული აქციის დროს დააკავეს. როგორც ის ამბობს,  პოლიციასა და მონაწილეებს შორის დაპირისპირება გზის გადაკეტვის მცდელობას მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ 7 მაისს ბათუმში ორი პირი ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს, სწორედ მათ გათავისუფლებას მოითხოვდნენ აქციის მონაწილეები. ისინი კომპეტენტურ პირთან შეხვედრას ცდილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები