გიორგი გახარია: მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4 პროცენტს, რაც შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა იპოთეკური სესხის 4 პროცენტს დაასუბსიდირებს, რაც სამშენებლო ბაზარზე რეალურ მოთხოვნას შექმნის.

“საქართველოს მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4 პროცენტს ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტისა, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე, 5 წლის განმავლობაში. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე. რა თქმა უნდა, 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც საცხოვრებელი პირობის გაუმჯობესებას გადაწყვეტს”, – აღნიშნა გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები