„სამართალი, შექსპირი და ვენეცია“ – ონლაინლექცია

28 მაისს, 17:00 საათზე, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია, თბილისის (ELSA Tbilisi) სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, გამართავს  ონლაინლექციას – „სამართალი, შექსპირი და ვენეცია“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ლექციის ფარგლებში განიხილება სამართალი და სასამართლოს პროცესი მსოფლიო ლიტერატურისა და დრამატურგიის  წარმომადგენლის, უილიამ შექსპირის ნაწარმოებში – „ვენეციელი ვაჭარი“.
ონლაინლექციას გაუძღვება – სამართლის დოქტორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი და პრორექტორინდიმიტრი გეგენავა.
ონლაინლექციაზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ თბილისის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის ნებისმიერი კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
შეხვედრა გაიმართება ZOOM-ის საშუალებით.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები