აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წინასწარ პატიმრობაში მყოფი რევაზ წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფები უდანაშაულოები არიან.

აქციის მონაწილეების ნაწილს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ. თუმცა, მათი თქმით, შეხვედრა უშედეგო იყო და ამ ეტაპზე არ იციან სამომავლოდ როგორ იმოქმედებენ.

ცოტა ხნის წინ, შეკრებილებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი, რა დროსაც  აქციის 10-მდე მონაწილე დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ანთაძე და წულუკიძე 7 მაისს ჯგუფურად ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები