გიორგი გახარია: წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე იქნება ყველაზე მეტი დამკვირვებელი

“მერწმუნეთ, წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე იქნება ყველაზე მეტი დამკვირვებელი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ დამკვირვებლების ჩამოსვლა არ შეფერხდეს.

„მერწმუნეთ, რომ წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე იქნება ყველაზე მეტი დამკვირვებელი. უბრალოდ, დარწმუნებული ვარ ამაში და ამისთვის ჩვენც გავაკეთებთ მაქსიმუმს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოლეგებიც იზრუნებენ ამაზე. მთავრობა ვიზრუნებთ, რომ ეპიდემიოლოგიურად ტესტები იქნება, დისტანცია იქნება, ტრანსპორტირება იქნება, თუ რაც იქნება გასაკეთებელი, ყველაფერი გავაკეთოთ. მერწმუნეთ, რომ ეს არ იქნება შეფერხება. რა თქმა უნდა, ახლა თუ რაღაც გლობალური აფეთქება არ მოხდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები