ლექცია იაკობ ნიკოლაძის შემოქმედების შესახებ – ონლაინშეხვედრა

28 მაისს დაიბადა საქართველოში თანამედროვე ქანდაკების ფუძემდებელი – იაკობ ნიკოლაძე.
ამ დღეს ეროვნული მუზეუმი მართავს ონლაინშეხვედრას ეროვნული გალერეის მმართველთან, ეკა კიკნაძესთან და იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის მენეჯერთან, გურამ ნიკოლაძესთან.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ლექციაზე საუბარი იქნება იაკობ ნიკოლაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე; გურამ ნიკოლაძე წარმოადგენს სახლ-მუზეუმში დაცულ უნიკალურ ექსპონატებსა და მოქანდაკის სამუშაო იარაღებს.
ლექცია საინტერესო იქნება როგორც ქანდაკებით დაინტერესებული – დამწყები მოქანდაკეებისთვის, ისევე მათთვის, ვისაც უყვარს ქანდაკება და ქართული სახვითი ხელოვნება.
შეხვედრაზე დასასწრებლად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: https://bit.ly/3eoetAC

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები