„ქართული ხელნაწერები“ – 3D ინსტალაცია (ვიდეო)

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და კულტურული მემკვიდრეობის საცავია, რომელიც ინახავს ისტორიას დაწყებული პაპირუსიდან თანამედროვე ხელნაწერებამდე.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ინფორმაციით, მის კოლექციებში შემონახულია როგორც საეკლესიო, ასევე საერო შინაარსის უნიკალური ხელნაწერები.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, თავის ფონდებში დაცული უნიკალური კოლექციის – „ქართული ხელნაწერების“ – 3D ინსტალაცია შესთავაზა დამთვალიერებელს.
იდეის და კონცეფციის ავტორია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე თაკო ჭოხონელიძე.
მუსიკის ავტორი – ანანო სიხარულიძე. ტექნიკური მხარდაჭერა-  ლევან ხომერიკი, კოტე თვალაშვილი, გურამ ქვარცხალაია, მირიან ქოქიაშვილი.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი / National Centre of Manuscripts

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები