კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მაია ციციშვილის გარდაცვალებას ეხმიანება

საქართველოს სახელოვნებო სფეროს გამოაკლდა მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, სახვითი ხელოვნების მკვლევარი ქალბატონი მაია ციციშვილი. – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უთანაგრძნობს  მაია ციცივილის ოჯახსა და მეგობრებს, იზიარებს მისი გარდაცვალებით გამოწვეულ დანაკლისს.
„ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა მისი ღირსეული მოქალაქე, საამაყო ოჯახისა და წინაპართა შთამომავალი… ფასდაუდებელია სამეცნიერო მოღვაწეობის უაღრესად ნაყოფიერი წლები, რომელიც მაია ციციშვილმა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრაზე განვლო. ასეთივე მნიშვნელობის მატარებელია მისი პედაგოგიური სწავლების პერიოდი და პროფესიული აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილი, რითაც ხელოვნებათმცოდნეობის დარგს არაერთი მაღალკვალიფიციური მკვლევარი შეემატა.
მაია ციციშვილის გარდაცვალებით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც გამოაკლდათ მათი გულმხურვალე დამცველი. ქომაგი, რომლის დამოკიდებულება არქიტექტურის ძეგლებისა და უნიკალური კედლის მხატვრობის ნიმუშებისადმი მისი ოჯახური ტრადიციებით, მეტწილად კი მისი მამის – ქართული სარესტავრაციო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის ბატონი ირაკლი ციციშვილის მიერ იყო განპირობებული“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები