ნინო ცაციაშვილი: ელექტრონული სამაჯურების გამოყენება შესაძლებლობას მოგვცემს, შემაკავებელი ორდერის პარალელურად, მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი -2”-ში, „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში დანერგილ ახალ მეთოდებზე ისაუბრა. ნინო ცაციაშვილის განმარტებით, უახლოეს მომავალში ელექტრონული სამაჯურების შესახებ კანონის და საკანონმდებლო პაკეტის განხილვები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტს წარდგენილი აქვს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე კანონპროექტი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, შემაკავებელი ორდერის გამოცემის პარალელურად, ისეთი ღონისძიება, როგორიც არის მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვა, ამ დროს მოძალადეზე მოხდეს ელექტრონული ზედამხედველობა. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, როდესაც იარსებებს ძალადობის გამეორების რეალური საფრთხე და არა ყველა შემთხვევაში, როდესაც ხდება შემაკავებელი ორდერის გამოცემა. ეს კანონპროექტი პარლამენტში იხილება ამ ეტაპზე. მოგეხსენებათ, კოვიდ-19-დან გამომდინარე, მხოლოდ საგანგებო ფორმატში ხდებოდა საპარლამენტო სესიები და კომიტეტების მუშაობა. შესაბამისად, ჩვენ ველით, რომ უახლოეს პერიოდში აღნიშნული კანონისა და საკანონმდებლო პაკეტის განხილვები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები