„ქართველი მუსიკოსები ამსტერდამში“ – დოკუმენტური ფილმის ონლაინჩვენება

26 მაისს, 19:00 საათზე, „საქართველოს სინფონიეტას” „იუთუბის“ არხზე წარმოდგენილი იქნება ტელევიზია „პიკის“ მიერ გადაღებული  ირინა ხანგოშვილის დოკუმენტური ფილმი – „ქართველი მუსიკოსები ამსტერდამში“.
ეს ფილმი მოგვითხრობს ქართველ მუსიკოსებზე, რომელთაც კონცერტი ამსტერდამის კონცერტაგებაუს დარბაზში გამართეს (2012). ფილმთან ერთად ნაჩვენები იქნება ფრაგმენტები კონცერტიდან.
„საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობდნენ: ნინო გვეტაძე, ლევან ცხადაძე, გიორგი გვანცელაძე, დირიჟორი მარკუს პოშნერი და სხვა.

პროგრამა: დოკუმენტური ფილმი – „ქართველი მუსიკოსები ამსტერდამში“;
ლ.ვან ბეთჰოვენი – უვერტიურა „პრომეთეს ქმნილებანი“;
საფორტეპიანო კონცერტი N 4, სო მაჟორი, თხზ. 58;
ა.პიარტი – In Spe.
ფილმის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:  http://www.youtube.com/c/georgiansinfonietta

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები