26 მაისს 26 მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმის ონლაინჩვენება გაიმართება

26 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, 26 მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმის ონლაინჩვენება გაიმართება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმების ბმულები 26 მაისის დადგომისთანავე 24 საათით გასაჯაროვდება ეროვნული კინოცენტრის ფეისბუქგვერდზე.
26 მაისის პროგრამაში წარმოდგენილია შემდეგი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმები: „8 წუთი”, „ანა”,  „ანდრო”, „გაბანა”, „გამოსვლა”, „დაკარგული სოფელი”, „დაცვის პოლიციელი”, „თემო”, „ლეთა”, „ლილე” „მამა” „მამული” „მარქსის ქუჩა 12” „მეთევზე და გოგონა” „მექელეხე” „მზადება” „ოგასავარა”,  „პირველი დღე”,  „სამი საფეხური”,  „სრულყოფილი შეკვეთა”,  „ფრანი”, „ქარის დევნა”, „ღამის მორიგე”,  „ცუდი ხალხი”, „ცხოველი”, „ჭა”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები