აშშ-მა ბრაზილიიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღება შეაჩერა
აშშ-მა ბრაზილიიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიღება შეაჩერა.
ქვეყნის ტერიტრიაზე შესვლა აკრძალული იქნება იმ უცხოელებისთვის, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ბრაზილიაში.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელი გახდა იმ ფონზე, როდესაც ბრაზილიაში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები მზარდია. მისივე თქმით, შეზღუდვა ეხება მხოლოდ მოქალაქეებს და ბრაზილიასთან ვაჭრობა ჩვეულებრივად გაგრძელდება.
ამასთან, თეთრი სახლის ადმინისტრაცია ბრაზილიას ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ათას აპარატს გაუგზავნის.
ბრაზილია მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა. აქ დიაგნოზი 363 211 ადამიანს აქვს დადასტურებული, დაავადებას 22 666 პაციენტი ემსხვერპლა, 149 911 კი განიკურნა.