კორონავირუსის პანდემიის შემდეგ შესაძლოა, ბიოლოგიური იარაღის გამოყენების რისკებმა იმატოს, მიიჩნევენ ევროპის საბჭოს ტერორიზმთან ბრძოლის ექსპერტები.
გამოცემა Funke Mediengruppe მათ დასკვნაზე დაყრდნობით წერს, რომ ამჟამინდელმა ვითარებამ ვირუსული ინფექციებისა და მათი საშიში შესაძლებლობების წინაშე საზოგადოების დაუცველობა გამოავლინა.
ექსტრემისტები მიიჩნევენ, რომ ამ ვითარებაში გამოიკვეთა ის, რომ ბიოლოგიურ იარაღს ადამიანებსა და ეკონომიკაზე იმაზე დიდი ზიანის მიყენება შეუძლია, ვიდრე – თავდასხმების “ტრადიციულ” მეთოდებს. მათი თქმით, ზოგიერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას უკვე ჰქონდათ მსგავსი იარაღის გამოყენების ექსპერიმენტი.
ექსპერტები მოუწოდებენ ევროპის ქვეყნებს, შეიმუშავონ ძლიერი, კოორდინებული პასუხი ამ შესაძლო სცენარის განვითარებისთვის.
მათი აზრით, მონიტორინგის საერთო სისტემაა საჭირო, რომელსაც შეეძლება საეჭვო შემთხვევების დროული გამოძიება.